,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის სასამარლო პროცესის პარალელურად აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებმა ადგილზე საქართველოს დროშები და ბანერები მიიტანეს. მხარდამჭერებთან ერთად სასამართლოს ეზოში იმყოფებიან ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია და გუნდის სხვა ლიდერები.
,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, საქართველოს სირცხვილია, რომ სააკაშვილი დღეს პუტინის პირადი პატიმრის სახით იმყოფება საპატიმროში.