მოვუწოდეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის ახალი სამსახურისა და მონაცემთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელების დანიშვნების პროცესი იყოს აუჩქარებელი პროცესი, რომელიც გაიმართება კანონით გათვალისწინებული დროში, იმისთვის, რომ ამ მართლაც მნიშვნელოვან პოზიციებზე საუკეთესო კანდიდატები შეირჩეს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, განვიხილეთ რამდენიმე საინტერესო თემა, მათ შორის მისი უახლესი ვიზიტი ნატო-ში და მისი შეხვედრები ნატო-საქართველოს კომისიაში.
ჩვენ ასევე რა თქმა უნდა განვიხლეთ სახელწიფო ინსპექტორის ახალი სამსახურისა და მონაცემთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელების დანიშვნების პროცესი. მოვუწოდეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ეს იყოს აუჩქარებელი პროცესი, რომელიც გაიმართება კანონით გათვალისწინებული დროში, რომ ამ მართლაც მნიშვნელოვან პოზიციებზე საუკეთესო კანდიდატები შეირჩეს. ყველა ეს თანამდებობა პასუხისმგებელია იმაზე, რომ უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა. ყველამ კარგად ვიცით, რომ მონაცემთა დაცვა ახლა ისეთი მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პასუხისმგებელია, უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა. ამ სააგენტოების ხელმძღვანელები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, მაღალ კვალიფიციურები და იმედი გვაქვს, რომ ეს არ იქნება ნაჩქარევი პროცესი,“- აღნიშნა ელჩმა.
ელჩმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი საქმე ამჟამინდელ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით დასრულდება მანამ, სანამ ახალი დანიშვნები მოხდება.