22.09.2024
- Advertisement -spot_img

“ფეისბუქი” და “ინსტაგრამი” შესაძლოა, მთელ ევროპაში დაიხუროს

“ფეისბუქი” და “ინსტაგრამი” შესაძლოა, მთელ ევროპაში დაიხუროს. ამის შესახებ დამფუძნებელმა კომპანიამ Meta განაცხადა. მიზეზი, მომხმარებლის მონაცემთა დაცვის პრობლემაა.

კერძოდ, საქმე ეხება მონაცემთა ევროპულ რეგულაციას, რომელიც უფლებას არ აძლევს Meta-ს კომპანიას, რომელიც ადრე Facebook-ის სახელით იყო ცნობილი, გადაიტანოს, შეინახოს და დაამუშავოს ევროპელების მონაცემები აშშ-ში დაფუძნებულ სერვერებზე.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ყოველწლიურ ანგარიშისას, Meta-მ განაცხადა, რომ თუ ახალი ჩარჩო არ იქნა მიღებული და კომპანია ვეღარ გამოიყენებდა შეთანხმებების ამჟამინდელ მოდელს, სავარაუდოდ, კონტინენტიდან წასვლა მოუწევდა.

მეტამ განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის მომხმარებლის მონაცემების დამუშავება გადამწყვეტია ბიზნესისა და რეკლამის მიზნებისთვის.

„თუ ჩვენ არ შეგვიძლია მონაცემთა გადაცემა ქვეყნებსა და რეგიონებს შორის, მათ შორის, სადაც ჩვენ ვმუშაობთ, ან თუ შეზღუდული გვაქვს მონაცემების გაზიარება ჩვენს პროდუქტებსა და სერვისებს შორის, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს ჩვენი სერვისების მიწოდების უნარზე, ჩვენს მიწოდებაზე.

ჩვენ ევროპიდან გასვლის არანაირი სურვილი და გეგმა არ გვაქვს, მაგრამ რეალობა აჩვენებს, რომ Meta-სა და ბევრი ამერიკული კომპანიისა თუ ორგანიზაციის საქმიანობა აშშ-სა და ევროპას შორის მონაცემთა მიმოცვლას ეფუძნება“, – აცხადებენ კომპანია Meta-ში.

მეტა-ს განმარტებით, იმედოვნებენ, რომ შეძლებენ ახალ შეთანხმებას წელს მიაღწიონ, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, ”ჩვენ, სავარაუდოდ, ვერ შევთავაზებთ ჩვენს უამრავ მნიშვნელოვან პროდუქტს და სერვისს, მათ შორის Facebook-სა და Instagram-ს, ევროპაში”.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

როგორ ცვლის ტექნოლოგიები ჩვენს ტვინს, შესაძლებლობებსა და მომავალს

ნაწილი I: ტვინის ცვლილებები ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად თანამედროვე სამყაროში მუდმივი ტექნოლოგიური კომუნიკაცია მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანის ტვინზე. კვლევები აჩვენებს, რომ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img