16.11.2024

დმიტრო კულება – ბორელს ვესაუბრე, ევროკავშირს რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციების პაკეტი მზად აქვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ის ესაუბრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელს. 

კულებას თქმით ბორელმა უთხრა, რომ ევროკავშირს მზად აქვს მკაცრი სანქციების პაკეტი, რომელსაც გამოიყენებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ამის შესახებ კულებამ სოციალურ ქსელ TWITTER-ზე დაწერა 

“ევროკავშირი დამატებით ძალისხმევას გამოიყენებს უკრაინის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის. მადლობელი ვართ ამ პოზიციისა და გადამწყვეტი მოქმედებებისთვის მზადყოფნის გამო”. – წერს დმიტრო კულება. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ელაპარაკა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს. 

“სამხედრო დახმარებასთან ერთად, აშშ მზად არის, უკრაინის ეკონომიკას გაძლიერებული მხარდაჭერა გაუწიოს. რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს: უკრაინა და მისი მეგობრები მზად არიან გადამწყვეტი ნაბიჯებისთვის ჩვენი ქვეყნის დასაცავად”. – აცხადებს კულება. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

განათლების ინოვაციები: მომავლის ფორმირება

ჩვენი დროის განათლება, როგორც არასდროს, ისე საჭიროებს ცვლილებებს. თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი ყოველდღიურად ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, აუცილებელია, რომ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img