Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დონეცკიდან ეუთოს თანამშრომლების გაყვანა დაიწყო.
გამოცემის ცნობით, რამდენიმე ჯავშანმანქანამ ეუთოს ლოგოთი და ჩემოდნებით სადამკვირვებლო მისიის შტაბ-ბინა უკვე დატოვეს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე ეუთოს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
მისიის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, უკრაინაში ეუთოს 680 დამკვირვებლიდან, 515 ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია ბაზირებული.