პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, “ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე მეტად ლევან ხაბეიშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” ნერვიულობს – თუ არაფერი აქვთ დასამალი და პრობლემა არ აქვთ, გაუგებარია, რას უკავშირდება მათი ასეთი ნერვიულობა”.
როგორც თალაკვაძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე “ნაციონალური მოძრაობის” აქტიურობა კითხვის ნიშნებს აჩენს.
“გამოძიების შედეგებს თვალს მივადევნებთ და ბოლომდე გაირკვევა, რა დგას მათი ასეთი ანგაჟირებული განცხადებების უკან. ფაქტია, რომ პროკურატურამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გერმანელ კოლეგებთან ერთად წარმატებული საგამოძიებო მოქმედებები გაატარა. ამ ფონზე ეს დესტრუქციული პოლიტიკური პარტია და მისი ლიდერები აქტიურობენ, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეულ კითხვებს წარმოშობს”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.