24.11.2024

ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიასა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ

პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიასა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხანგრძლივი დებატების შემდეგ კენჭისყრა ჩატარდა. გადაწყვეტილების მიღების დროს სასესიო დარბაზში იმყოფებოდა ბადრი ჯაფარიძე.

დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე მომზადებული დადგენილებები შემდეგი შედეგით მიიღეს:

ბადრი ჯაფარიძე 77 – მომხრე; 38- წინააღმდეგი;

შალვა ნათელაშვილი 79 – მომხრე; 28 – წინააღმდეგი;

ელენე ხოშტარია 77 – მომხრე; 9 – წინააღმდეგი;

პირადი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს კახა კუჭავას.

ელენე ხოშტარიასთვის და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატების შეწყვეტის საფუძველი მათ მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა.

რაც შეეხება “ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს, ამის ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველი მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გახდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img