პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, განხილვის გარეშე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელად – ლელა ჯანაშვილი, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსად კარლო კაციტაძე აირჩია.
პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად იქმნება, რომელიც 1-ელი მარტიდან აღარ იარსებებს.
ლელა ჯანაშვილი და კარლო კაციტაძე ახალი სამსახურების ხელმძღვანელის პოსტებზე 6 წლის ვადით არიან არჩეული.