23.11.2024

მამუკა მდინარაძე ევროკავშირის ელჩს პასუხობს – კატეგორიულად არ ვეთანხმები, ეს არ იყო სწორი განცხადება

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას უპასუხა და თქვა, რომ ელჩმა არასწორი განცხადება გააკეთა.

“ბატონი კარლ ჰარცელისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, მის აზრს უბრალოდ კი არა, არამედ კატეგორიულად არ ვეთანხმები, იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, ეს არ იყო სწორი განცხადება. ბატონმა კარლმა არ იმსჯელა არც ამ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობაზე, არც სამართლებრივ საფუძველზე და ამისგან დამოუკიდებლად გააკეთა ეს განცხადება, რაც, ჩემი აზრით, არასწორი იყო. რა თქმა უნდა, ჰარცელი უამრავ კარგ საქმეში გვეხმარება და გვერდით გვიდგას, მაგრამ კონკრეტულად ეს გადაწყვეტილება, რომ მას ასეთი განცხადება გაეკეთებინა, იყო არასწორი”. – თქვა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პარლამენტის მიერ ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს “შესაძლოა, ინკლუზიურობისა და პლურალიზმის ხარჯზე მოხდა”.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img