დონბასში სროლის შედეგად უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას გაერთიანებული ოპერაციების შტაბი ავრცელებს. უკრაინული მხარის განცხადებით, 19 თებერვალს რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 19-ჯერ დაარღვია, აქედან 16-ჯერ მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღის საშუალებით.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსული მხარე საარტილერიო სისტემას, ნაღმტყორცნებსა და ყუმბარმტყორცნებს იყენებს.
ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში ვითარების გამწვავების მიზეზით რუსეთში ევაკუაცია 18 თებერვალს გამოაცხადა. მალევე, როსტოვის ოლქის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ლტოლვილებისთვის ბანაკებს გაამზადებდნენ, ხოლო პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყოველ მათგან 10 ათას რუბლს დაჰპირდა.