25.11.2024

მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეიდან უვადო შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

“თქვენ ვერ მიიღებთ, რომ ისე წყნარად ჩავქრე, ვითომ ვერაფერი. თუ საჭირო გახდა, თქვენ ნახავთ, როგორ კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები და ნამდვილი ლიდერები.

მე ვაცხადებ დღეიდან სრულ უვადო შიმშილობას. ეს არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს”, – თქვა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მან ჰოლანდიელი ექიმისგან მიღო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ მისმა განმეორებითი შიმშილმა, შესაძლოა, ლეტალური შედეგი გამოიწვიოს.

“ნახოს ყველამ, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, ნახოს ყველამ, რა არის მბიციები თუ საკუთარი ქვეყნის უფრო მაღლა დაყენება”, – განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა პირველად დაკავების შემდეგ დაიწყო და 50 დღის შემდეგ, 18 ნოემბერს დაასრულა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img