23.09.2024
- Advertisement -spot_img

ხათუნა სამნიძე – სააკაშვილის მხრიდან ბრძოლის უკიდურესი ზომის არჩევა არ არის სწორი, მით უმეტეს, როცა ხელისუფლებაში არაჰუმანური ძალაა

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ უვადო შიმშილობის დაწყებას ეხმაურება და ამბობს, რომ სააკაშვილის მხრიდან ბრძოლის ასეთი უკიდურესი ზომის არჩევა არ არის სწორი, მით უმეტეს, როცა ხელისუფლებაში არის არაჰუმანური ძალა.

მისი თქმით, სააკაშვილი “ქართული ოცნების” პირადი პატიმარია და ხელისუფლება ხშირად, მის მიმართ არაადამიანური მოპყრობით ცდილობს გარკვეული თემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას.

“მიხეილ სააკაშვილი ამ ხელისუფლების პატიმარია და ყველა ჯერზე, როცა დასჭირდება “ქართულ ოცნებას”, რომ ოპოზიციის და საზოგადოების ყურადღება სხვაგან გადავიდეს, იყენებს ამ ფაქტს და არაადამიანური მოპყრობით თუ სხვა მეთოდებით ცდილობს მთელი ყურადღება გადაიტანოს ამ მიმართულებით. ის არის “ქართული ოცნების” პირადი პატიმარი. სააკაშვილის მხრიდან ეს გადაწყვეტილება და ბრძოლის ასეთი უკიდურესი ზომის არჩევა არ არის სწორი, მით უმეტეს, როცა ხელისუფლებაში არის არაჰუმანური ძალა, არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებისგან ამას მოჰყვება სასიკეთო რეაგირება ოპოზიციისთვის, პირველ რიგში თავად სააკაშვილისთვის. “ქართული ოცნება” არაჰუმანური ძალაა და ის არაფრად აგდებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, არა მხოლოდ სააკაშვილთან მიმართებით, ამაზე მეტყველებს ზოგადად ის ვითარება, რაც არის ქვეყანაში,”- განაცხადა სამნიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დღეს რომ სკოლას ამთავრებდე, რომელი პროფესია უნდა აირჩიო? მომავლის პროფესიების გზამკვლევი

განვითარებადი ტექნოლოგიები, ციფრული ტრანსფორმაცია და სწრაფად ცვალებადი ბაზარი  ასევე მუდმივად ცვლის დასაქმების გარემოს. ახალგაზრდებისთვის, რომლებიც  სკოლას ამთავრებენ და კარიერის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img