25.11.2024

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ არაფრის და არავის გვეშინია, არავის არაფერს მივცემთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება მოლაპარაკებების ფორმატს ანადგურებს.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამის შესახებ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

“დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება შეიძლება ნიშნავდეს რუსეთის ცალმხრივ გამოსვლას მინსკის შეთანხმებებიდან და ნორმანდიის ფარგლებში გადაწყვეტილებების იგნორირებას. ეს ძირს უთხრის სამშვიდობო ძალისხმევას და ანადგურებს მოლაპარაკებების ფორმატებს”, – თქვა მან.

“ჩვენ არაფრის და არავის გვეშინია, არავისთან ვართ ვალში, არავის არაფერს მივცემთ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა და ლუგანსკში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img