22.09.2024
- Advertisement -spot_img

კელი დეგნანი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე – მზად უნდა ვიყოთ უარესისთვის

ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ვაშინგტონიდან ვიდეო მიმართვას ავრცელებს. მან ისაუბრა საქართველოსა და ამერიკას შორის ორმხრივ ურთიერთობაზე.

დეგნანმა, ასევე, აღნიშნა, რომ ამერიკის დედაქალაქში კოლეგებთან რუსეთ-უკრაინის საკითხიც განიხილა და თქვა, რომ უარესისთვისაც უნდა ვიყოთ მზად.

„მე ახლა ვასრულებ წინასწარ დაგეგმილ შეხვედრებს ვაშინგტონში და ველი, რომ ამ კვირის ბოლოს თბილისში ვიქნები. შევხვდი კოლეგებს სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, უშიშროების საბჭოში, კონგრესში. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოსთან, ისევე, როგორც სხვა სააგენტოებთან. ჩვენ გვქონდა საუბარი ამერიკა-საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობაზე.

ბევრი რამ გვქონდა განსახილველი და დროც კარგად შეირჩა, უკანასკნელ დღეებში მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით. მინდა გაგიზიაროთ ის მოსაზრებები, რომელიც მოვისმინე მიმდინარე კრიზისის თაობაზე, რომელიც გამოწვეულია რუსეთის აგრესიული ქმედებებით უკრაინის წინააღმდეგ. პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი, თავდაცვის მდივანი და ყველა სხვა ფოკუსირებულია კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე, რაც აშშ-ის მთავარი პრიორიტეტია. ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ მზად უნდა ვიყოთ უარესისთვის“, – განაცხადა დეგნანმა.

დეგნანმა, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველომ და უკრაინამ აირჩიეს ევროატლანტიკური გზა და ახლა ამერიკა უფრო მეტად უდგას საქართველოს გვერდით, ვიდრე ოდესმე.

„როგორც ორმხრივად, ასევე, მრავალმხრივად ჩვენ ჩავერთეთ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში, რათა გაგვეუმჯობესებინა ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობა. ეს მოიცავს საქართველოს მთავრობასთან ინფორმაციის გაზიარებას სხვადასხვა არხების საშუალებით, რასაც მე გავაგრძელებ, როდესაც თბილისში დავბრუნდები. ქართველებმა, ისევე როგორც უკრაინელებმა, აირჩიეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა. შეერთებულ შტატებში კი ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს, რაც დაფუძნებულია იმ დემოკრატიულ ფასეულობებზე, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ, ეს არის თავისუფლების სიყვარული.

ამ კვირაში გამართული შეხვედრების დროს შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოს მიმართ დახმარების გაწევისადმი ძლიერი და მტკიცე იყო. ჩვენ ამაზე 30 წლის განმავლობაში ვმუშაობდით. ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ამერიკა იდგება ქართველი ხალხის გვერდით, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ იმ მომავლისთვის, რომელიც ქართველ ხალხს სურს და რომელსაც ის იმსახურებს. ეს არის სტაბილური, უსაფრთხო და მდიდარი საქართველო, რომელიც სრულად არის ინტეგრირებული ერების ევროატლანტიკურ ოჯახში“, –  განაცხადა კელი დეგნანმა. 

წყარო: pia.ge

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

როგორ ცვლის ტექნოლოგიები ჩვენს ტვინს, შესაძლებლობებსა და მომავალს

ნაწილი I: ტვინის ცვლილებები ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად თანამედროვე სამყაროში მუდმივი ტექნოლოგიური კომუნიკაცია მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანის ტვინზე. კვლევები აჩვენებს, რომ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img