უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს შექმნან ანტიპუტინური კოალიცია. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა.
აშშ-ს, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა მათ პუტინის დაუყოვნებლივი შეჩერებისკენ მოუწოდა.
“მოვუწოდებ დაუყოვნებლივ შეაჩერონ პუტინი, ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ. ჩვენ ვაშენებთ ანტიპუტინურ კოალიციას. დაუყონებლივ დაწესდეს სანქციები, სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინას. დაიხუროს საჰაერო სივრცე პუტინისთვის. მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი მშვიდობისკენ”.- წერს ზელენსკი.