საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას, აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთმა უნდა დაასრულოს მისი სამხედრო ოპერაცია დაუყოვნებლივ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა.
მან უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ საფრანგეთი მუშაობს მის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ერთად ამ ომის დასასრულებლად.
მედიის ინფორმაციით, დღეს საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონი საუბარიც შედგა, რა დროსაც ვლადიმერ ზელენსკიმ თავის კოლეგას უკრაინის დასახმარებლად მრავლობითი ინტერვენციის განხორციელება და ამ მიმართულებით ევროპის ქვეყნებს შორის ერთიანობის უზრუნველყოფა სთხოვა.