25.11.2024

უკრაინა- რუსეთის სარაკეტო დარტყმებს 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და 10 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა

რუსეთის არმიის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, 24 თებერვლის ღამიდან ამ დრომდე, 40-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. ინფორმაცია უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები წინააღმდეგობას უწევენ რუსეთის აგრესიას. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებას აქვს მონაცემები სამოქალაქო მოსახლეობას შორის დანაკარგის შესახებ, მათ შორის, მშვიდობიან მოქალაქეებს შორის 10-მდე დაღუპულზე.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გაცილებით დაძაბულია ვითარება გაერთიანებული საოპერაციო ძალების ოპერაციის ზონაში ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში, სადაც მძიმე ბრძოლა გრძელდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img