საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი რაგბის მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის შესახებ განცხადებას რაგბის კავშირი ავრცელებს.
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ბორჯღალოსნებს რუსეთთან უნდა ეთამაშათ, თუმცა რაგბი ევროპამ თამაში ჯერჯერობით უცნობი ვადით გადადო.
“შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რაგბი ევროპამ 27 თებერვალს თბილისში, საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო” – წერია რაგბი ევროპის ოფიციალურ განცხადებაში.
რაგბის კავშირის განცხადებითვე, რადგან თამაში 2023 წლის მსოფლიო თასის ეგიდითაც უნდა გამართულიყო, რაგბი ევროპა კონსულტაციებს გადის მსოფლიო რაგბთან, რის შემდეგაც მატჩის ჩატარების სავარაუდო ვადები გაირკვევა.