25.11.2024

დონეცკში რუსმა სამხედროებმა საავადმყოფო დაბომბეს – დაიღუპა 4 მშვიდობიანი მოქალაქე

ოკუპირებულ დონეცკში რუსმა სამხედროებმა საავადმყოფო დაბომბეს. დაიღუპა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე, 10 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ დონეცკის რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო ავრცელებს: 

“უგლდარში, რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. მათი ბომბები მოხვდა ადგილობრივ საავადმყოფოს. დაშავებულებს შორის 6 მედიკოსია. დაშავებულების მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა”, – წერს სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” დონეცკის რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img