24.11.2024

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ხვალ, 12:00 საათზე ჩაინიშნა

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ხვალ, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

სხდომა მოწვეულია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით, რომელსაც შესაბამისი მოთხოვნით საპარლამენტო ოპოზიციამ მიმართა.

საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გაგზავილი მოთხოვნის გათვალისწინებით, რიგგარეშე სხდომა მოწვეულია შემდეგი დღის წესრიგით:

1.პრემიერ-მინისტრის მოსმენა უკრაინაში დაწყებული ომის, არსებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და საქართველოს პოზიციონირების შესახებ;

2.საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობის, ქმედითი დახმარების აღმოჩენის, მათ შორის ჰუმანიტარული, ასევე უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.

თუმცა, მმართველი გუნდის განცხადებით, პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან რეგლამენტი პლენარულ სხდომაზე პრემიერის დაბარების განსხვავებულ წესს ითვალისწინებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img