პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსები უკრაინაში საცხოვრებელ სახლებს ბომბავენ და ეს აშკარა ტერორის აქტია.
“ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის. კიევში არსებული სიტუაცია ძალიან რთულია. რუსებმა გამთენიისას დაიწყეს ქალაქის დაბომბვა. უპილოტო თვითმფრინავების ჩამოყრილი ბომბები საცხოვრებელ სახლებს დაეცა. ხალხი კვდება. ეს ტერორის აშკარა აქტია, რომელიც მორალური სიმტკიცის გატეხვას ისახავს მიზნად. თუმცა, უკრაინელებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ საკუთარ დედაქალაქს ბოლომდე დაიცავენ.” – წერს დუდა.