უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” წერს, რომ სანქციების ყველა შესაძლებლობა ჯერ არ ამოწურულა და რუსეთზე წნეხი უნდა გაიზარდოს.
“სანქციების ყველა შესაძლებლობა, ჯერჯერობით, არ ამოწურულა. რუსეთზე წნეხი უნდა გაიზარდოს. ვუთხარი ეს ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს. მე მადლიერი ვარ პრეზიდენტის დამატებითი ფინანსური დახმარების გადაწყვეტილების გამო.” – წერს ზელენსკი.