უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს, უკრაინის ჯარი იარაღის დაყრას აპირებს, სიმართლეს არ შეესაბამება.
ზელენსკიმ ვიდეომიმართვა პრეზიდენტის ადმინსიტრაციის მახლობლად ჩაწერა და აღნიშნა, რომ კიევშია და ქალაქის დატოვებას არ აპირებს.
„დილა მშვიდობის! ვრცელდება ძალიან ბევრი დეზინფორმაცია, თითქოს ჯარს იარაღის დაყრისკენ მოვუწოდებ და ევაკუაციას ვაპირებ. მოკლედ, ასე: მე აქ ვარ, არანაირ იარაღს ჩვენ არ ვყრით! დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, იმიტომ რომ ჩვენი იარაღი ჩვენი სიმართლეა. ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი შვილები და ამ ყველაფერს ჩვენ დავიცავთ. დიდება უკრაინას“, – განაცხადა მან.