ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 465 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 25 პაციენტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.44%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 26.54% ხოლო 7 დღის მანძილზე – 22.06%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 12 840 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 504 161-მდე.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 465 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 241 შემთხვევა, აჭარა – 194, იმერეთი – 376, ქვემო ქართლი -116 შიდა ქართლი – 111, გურია – 89, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 143, კახეთი – 97, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი – 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.