22.11.2024

ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დატოვა – პოლიტიკოსობას არ ვაპირებ, ჩემი საქმე არაა

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. საპატიმროსთან მას ახლობლები და მეგობრები დახვდნენ.

9-წლიანი სასჯელის ვადა ბაჩო ახალაიას გასული წლის 6 ნოემბერს ამოეწურა, თუმცა, როგორც მისი მეუღლე და ადვოკატი ანი ნადარეიშვილი განმარტავს, მსჯავრდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პერიოდი არ ჩაუთვალეს და 9-წლიანი სასჯელის ათვლა განაჩენიდან დაიწყეს.

დაღლილი ვარ ძალიან, გამოფიტული ვარ მთლიანად. რას არ ვაპირებ იმის თქმა შემიძლია. პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად, ეგ არ არის ჩემი საქმე. გვერდით მიდგას ჩემი მიზანი და ჩემი შვილები. 

ერთი სიტყვით მინდა უბრალოდ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინის მიმართ. გაოცებული ვარ ამ ხალხით, ცოტა მშურს.

მე კეთილსინდისიერად, პატიოსნად ვემსახურე ამ ქვეყანას. სხვა მე არაფერი მიკეთებია, აი, 41 წლის ვარ და არც ანისთვის, არც ბავშვებისთვის, ჯერ არაფერი მიკეთებია, ქვეყნის სამსახურის მეტი. ვის რა როგორ ესმის, სხვა საკითხია.

სირცხვილის გრძნობა მაქვს, ისეთი ქვეყნის მოქალაქე ვარ ვისაც ასეთი კაცი, [მიხეილ სააკაშვილი] აქ უზის, მრცხვენია, გაოგნებული ვარ “, – თქვა ბაჩო ახალაიამ. 

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას 9-წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ბაჩო ახალაია მსჯავრდებულია: ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე (პატიმართა წამება და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ პირთათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კომფორტული პირობების შექმნა); ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე; სერგო თეთრაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img