24 თებერვლიდან 1-ელი მარტის დილის 06:00-მდე პერიოდში, რუსულმა არმიამ უკრაინაში პირადი შემადგენლობის 5 710 წევრი დაკარგა, 200 სამხედრო კი ტყვედაა ჩავარდნილი, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ასევე დაკარგეს 29 თვითმფრინავი, 29 ვერტმფრენი, 198 ტანკი, 846 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 77 საარტილერიო სისტემა, 21 გრადი, 3 უპილოტო საფრენი აპარატი, 2 კატერი, 24 MLRS ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 305 ერთეული საავტომობილო ტექნიკა.