25.11.2024

საქსტატი – თებერვალში წლიური ინფლაცია 13.7%-ია, ბოსტნეული 34%-ით, პური 20.8%-ით, ელექტროენერგია/გაზი 68%-ით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.7 პროცენტი შეადგინა.

ინფლაციის დონის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს.

წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:

ბოსტნეული და ბაღჩეული + 34%
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები + 23.4%
პური და პურპროდუქტები + 20.8%
თევზეული + 18.2 %
ზეთი და ცხიმი + 17.4%
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 15.6%
ხილი და ყურძენი + 15.5%
რძე, ყველი და კვერცხი + 14.4%
ხორცი და ხორცის პროდუქტები + 11%
ყავა, ჩაი და კაკაო + 10.4%
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.27%-ით პუნქტით აისახა.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.5 პროცენტით, რაც 1.88%-ით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (19.6%).

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 45.8%-იანი მატება, რაც 3.72%-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (68.4%), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (58%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.5%).

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img