27.11.2024

აშშ რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ რუსული თვითმფრინავებისთვის ცას კეტავს.

“დღეს საღამოს ვაცხადებ, რომ შევუერთდებით ჩვენს მოკავშირეებს ყველა რუსული რეისისთვის ცის დაკეტვასთან დაკავშირებით, რითაც რუსეთი კიდევ უფრო იზოლირებული იქნება და მის ეკონომიკაზე დამატებითი ზეწოლა განხორციელდება”, – განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ქვეყნებმა და კანადამ რუსეთის ხომალდებს საჰაერო სივრცე უკრაინაში შეჭრის გამო დაუკეტეს.

“პუტინს შეუძლია ტანკებით ალყა შემოარტყას კიევს, მაგრამ ის ვერასდროს მოიპოვებს უკრაინელების სულსა და გულს”, – თქვა ბაიდენმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img