21.11.2024

უკრაინული მედია – რუსეთს სურს უკრაინის პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩი გამოაცხადოს

სახელმწიფო ღალატისთვის მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ახლა მინსკში იმყოფება და რუსეთს სურს, ის უკრაინის პრეზიდენტად გამოაცხადოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მიღებული ინფორმაცია მიუთითებს კრემლის მიერ რაიმე სახის საინფორმაციო ოპერაციის ან ქმედების შესაძლო მომზადებაზე, ყოფილი პრეზიდენტის იანუკოვიჩის უკრაინაში დაბრუნების ან უახლოეს მომავალში მისი სახელით უკრაინელი ხალხისადმი მიმართვის გამოქვეყნების შესახებ”, – წერს გამოცემა.

უკრაინაში იანუკოვიჩის წინააღმდეგ არაერთი საქმეა აღძრული. ის უკვე ნასამართლევია სამშობლოს ღალატისთვის და დაუსწრებლად მისჯილი აქვს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img