16 ათასი უცხოელი მოხალისიდან პირველი ნაკადი უკვე ჩამოდის უკრაინის დასაცავად, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მისი პარტნიორებისგან იღებს სულ უფრო მეტ იარაღს და პრეზიდენტის განცხადებით, ეს საერთაშორისო დახმარება წარმატებით დასრულდება.
„უკრაინა ყოველ დღე იღებს იარაღს ჩვენი პარტნიორებისგან. ნამდვილი მეგობრებისგან. ყოველდღიურად ვიღებთ სულ უფრო მეტ ძლევამოსილ იარაღს. უკრაინა უკვე ხვდება უცხოელ მოხალისეებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიან, პირველებს 16 ათასი მოხალისიდან. ისინი მოდიან თავისუფლების დასაცავად, სიცოცხლის დასაცავად, ჩვენთვის, ყველასთვის და ეს იქნება წარმატებული, დარწმუნებული ვარ,“- განაცხადა ზელენსკიმ.