უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე „მხარეებმა ურთიერთგაგებას მიაღწიეს ჰუმანიტარული დერეფნის ერთობლივი უზრუნველყოფის შესახებ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის”.
მისივე განცხადებით, უკრაინის დელეგაციამ მეორე რაუნდზე ის შედეგები ვერ მიიღო, რასაც იმედოვნებდა და მესამე რაუნდის ფარგლებში განაგრძობს მოლაპარაკებებს.
„დეტალურად განვიხილეთ ჰუმანიტარული ასპექტი, რადგან ახლა ძალიან ბევრი ქალაქია ალყაში, რომლებშიც ვითარება დრამატულია საკვებ პროდუქტებთან, მედიკამენტებთან დაკავშირებით. ძალიან მალე გაიმართება მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი.
ასევე მედიკამენტების და საკვები პროდუქტების მიწოდებისთვის იმ ადგილებში, სადაც ძლიერი საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესაძლებლობასთან ერთად – იმ პერიოდში, როდესაც ევაკუაცია განხორციელდება. ანუ იქ, სადაც იქნება შექმნილი ჰუმანიტარული დერეფანი, დროებით შეწყდება ცეცხლი. ამავე მიზნით რუსეთი და უკრაინა უახლოეს პერიოდში შექმნიან კავშირის არხს ურთიერთქმედებისთვის და ფორმირდება ერთობლივი ლოჯისტიკური პროცედურები“ , – განაცხადა პოდოლიაკმა.