უკრაინაში რუსეთის არმია ბომბავს დასახლებულ პუნქტებს. ჩერნიგოვში საოკუპაციო ძალებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ნანგრევებიდან 33 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. დაშავებულია, სულ მცირე, 18 ადამიანი.
მათივე განცხადებით, ძლიერი დაბომბვის გამო სამაშველო სამუშაოები დროებით შეჩერებულია