22.11.2024

ამერიკამ დიმიტრი პესკოვს და კიდევ 19 რუს ბიზნესმენს სანქციები დაუწესა

აშშ-მ კრემლის სპიკერს, დიმიტრი პესკოვს და კიდევ 19 რუს ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. ასევე, სანქცირებულია 19 რუს ბიზნესმენთან დაკავშირებული 47 პირი.

თეთრი სახლის განცხადებით, „პუტინის ახლობლები და მათი ოჯახის წევრები“ აშშ-ის ფინანსური სისტემიდან გაირიცხებიან, გაიყინება მათი აქტივები აშშ-ში და შეეზღუდებათ აშშ-ში არსებულ ქონებაზე წვდომა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

თეთრი სახლის ცნობით, სია, ასევე, მოიცავს პუტინის მოკავშირე ალიშერ ბურჰანოვიჩ უსმანოვს, „რუსეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს“ , რომელსაც აეკრძალება სუპერ იახტისა და კერძო თვითმფრინავის გამოყენება.

ასევე, შეერთებული შტატები სანქციებს აწესებს შვიდი რუსული ორგანიზაციისა და მათთან დაკავშირებული 26 პირის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციიდან და უკრაინიდან “დეზინფორმაციის გავრცელებისთვის”.

სია, რომლებსაც აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები შეეხება:

დიმიტრი პესკოვი პუტინის პრესმდივანი

ნიკოლაი ტოკარევი (მეუღლე გალინა, ქალიშვილი მაია და მისი ორი ძვირადღირებული უძრავი ქონების კომპანიას)

ბორის როტენბერგი (მეუღლე კარინასდა, მისი ვაჟები – რომანი და ბორისი)

არკადი როტენბერგი (შვილები – პაველი და იგორი, ასევე, ქალიშვილი ლილია)

სერგეი ჩემეზოვი (მეუღლე ეკატერინა, შვილი სტანისლავი და დედინაცვალი ანასტასია)

იგორ შუვალოვი (თავის ხუთი კომპანია, მისი მეუღლე ოლგა, მისი ვაჟი ევგენი და მისი კომპანია და თვითმფრინავი, ასევეი მისი ქალიშვილი მარიას და მისი კომპანია)

ევგენი პრიგოჟინი (თავისი სამი კომპანის, მეუღლე პოლინა, ქალიშვილი ლიუბოვი და ვაჟი პაველი)

ალიშერ უსმანოვი (მისი სუპერ იახტა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია, მისი პირადი თვითმფრინავი, რომელიც არის რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი კერძო საკუთრებაში არსებული თვითმფრინავი)

თეთრი სახლის საინფორმაციო ფურცელში ნათქვამია, რომ აშშ, ასევე, დააწესებს სავიზო შეზღუდვებს 19 ოლიგარქსა და მათი ოჯახის 47 წევრზე. სავიზო შეზღუდვა ოლიგარქების თანამოაზრეებზეც გავრცელდება.

სახაზინო დეპარტამენტი, ასევე, დააწესებს სანქციებს დეზინფორმაციის ობიექტებზე.

სანქცირებულთა სია მოიცავს: 

SDN Strategic Culture Foundation და მასთან დაკავშირებულ გამოცემებს Odna Rodyna, Rhythm of Eurasia და Journal Kamerton-ს

ასევე, SDN InfoRos-სა და New Eastern Outlook-ს

შეზღუდვები აშშ-ის მიერ წარდგენილი სანქციების რიგით მეორე პაკეტია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img