24.11.2024

ვიტალი კლიჩკო – კიევთან ბრძოლები გრძელდება, მტერი მშვიდობიან მოსახლეობას განზრახ კლავს

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინის დედაქალაქთან არსებული ვითარება ძალიან მძიმეა. მისი თქმით, მტერი განზახ კლავს მშვიდობიან მოსახლეობას.

კლიჩკო გოსტომელის თემის ხელმძღვანელის მკვლელობის ფაქტსაც გამოეხმაურა. 

„კიევთან ბრძოლები ისევ გრძელდება. განსაკუთრებული მრისხანებით მტერი ანადგურებს ბუჩას, გოსტომელს, ვორცელს, ირპინს, განზრახ კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. გოსტომელის თემის ხელმძღვანელი იური პრილიპკო გარდაიცვალა, როცა ხალხს პურსა და მედიკამენტებს ურიგებდა. იგი იყო ჩემი კოლეგა, რომელსაც კარგად ვიცნობდი. ის ბოლო ამოსუნთქვამდე იყო საზოგადოებასთან და ხალხზე ზრუნავდა“, – აღნიშნა კლიჩკომ. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img