23.09.2024
- Advertisement -spot_img

დავითაშვილი რუსეთში რძის პროდუქტის ექსპორტზე – აჟიოტაჟი, ვფიქრობ, ინფორმაციის ნაკლებობის გამოა

“აჟიოტაჟი, ვფიქრობ, არის ინფორმაციის ნაკლებობის გამო” – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ქართული რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შეთავაზების შესახებ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთში საქართველოდან ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტის საკითხი 2020 წელს დადგა დღის წესრიგში, როდესაც რამდენიმე კერძო კომპანიამ ახალ ბაზარზე გასვლა მოისურვა და რუსეთში მოთხოვნა გაგზავნა.

“აქ მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მხრიდან განცხადება რამდენიმე კომპანიიდან, რუსეთში გაგზავნილი იყო 2020 წელს. 2020 წლიდან დღემდე ეს კომუნიკაცია არ ყოფილა და ამიტომ აჟიოტაჟი, რომელიც საზოგადოებაში წარმოიშვა, ვფიქრობ რომ არის ინფორმაციის ნაკლებობის გამო, მით უმეტეს, ომის პირობებში დამატებით ამ საკითხზე არ მიუმართავს. საკითხზე მიმართვა იყო კერძო კომპანიების მხრიდან, რომ აინტერესებდათ ახალ ბაზარზე გასვლა და ცხოველური წარმოშობის სურსათ-პროდუქტებს სპეციალური რეგულაციები გააჩნია, ანუ კონკრეტულ საწარმოებს აღიარება სჭირდება მაკონტოლებელი ორგანოების მხრიდან. ეს ინფორმაცია საქართველოდან გაგზავნილია 2020 წელს და პასუხი იყო პარასკევს თუ შაბათს, როდესაც რუსულმა მხარემ გადაწყვიტა, რომ განაცხადებზე, რომელიც ჰქონდა მიღებული საქართველოდან, ყოფილიყო დადებითი პასუხი”.- განაცხადა დავითაშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დღეს რომ სკოლას ამთავრებდე, რომელი პროფესია უნდა აირჩიო? მომავლის პროფესიების გზამკვლევი

განვითარებადი ტექნოლოგიები, ციფრული ტრანსფორმაცია და სწრაფად ცვალებადი ბაზარი  ასევე მუდმივად ცვლის დასაქმების გარემოს. ახალგაზრდებისთვის, რომლებიც  სკოლას ამთავრებენ და კარიერის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img