Human Rights Watch-ის (HRW) განცხადებით, რუსულმა ძალებმა „დაარღვიეს თავიანთი ვალდებულებები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, არ განახორციელონ არაპროპორციული თავდასხმები, რომლებიც აზიანებს მშვიდობიან მოსახლეობას“.
„რამდენიმე საათის განმავლობაში, 2022 წლის 6 მარტს, რუსული ძალები ბომბავდნენ გზაჯვარედინს, რომელსაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იყენებდა რუსული არმიისგან თავის დასაღწევად ჩრდილოეთ უკრაინაში, კიევში“, – ნათქვამია HRW-ის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შემთხვევის დროს ადგილზე, უკრაინის უსაფრთხოების ძალების ათამდე წევრი და სულ მცირე ორი სამხედრო მანქანა იმყოფებოდა, მაგრამ მათ ბევრად აღემატებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობა.