უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრის ინფორმაციით, რუსეთი ემზადება საევაკუაციო დერეფნების ჩაშლისთვის, – ამის შესახებ ინფორმაცია, უკრაინის ვიცე-პრემიერის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ცენტრის „ტვიტერის“ გვერდზე ვრცელდება.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ მოსახლეობას უკრაინის ვიცე პრემიერი, ირინა ვერეშუკი აფრთხილებს.
„უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშუკი აფრთხილებს მოსახლეობას: „რუსული მხარე ემზადება ჰუმანიტარული დერეფნების ჩაშლისთვის. ისინი აღნიშნულ მარშრუტით მანიპულირებას ახდენენ, რომ ხალხი აიძულონ, სხვა გზით წავიდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: interpressnews.ge