დიდი ბრიტანეთმა პერსონალური სანქციები 200-ზე მეტ ადამიანსა და 65 ორგანიზაციას დაუწესა. მათ შორის, როგორც ხელისუფლების წევრები ასევე მასთან დაკავშირებული ადამიანები არიან.
სანქციერებულ ადამიანებსა და ორგანიზაციებს ბრიტანეთი ქვეყანაში არსებულ აქტივებს უყინავს.
ბრიტანეთის სანქციები რუსეთის ხელისუფლებიდან შეეხო ვლადიმერ პუტინს, საგარეო მინისტრ სერგეი ლავროვს, ფედერაციული საბჭოს ხელმძრვანელს ვალენტინა მატვინენკოს, საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელს სერგეი ნარუშკინს, რუსეთის ფედერაციის სენატორს ანდრეი კლიშას, ასევე რუსეთის ელჩს ბელარუსში ბორის გრიზლოვს.
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ასევე, რუს ოლიგარქს, რომან აბრამოვიჩს. ის ერთ-ერთია ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ 7 რუს მილიარდერს შორის. რომან აბრამოვიჩი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საფეხბურთო კლუბ ჩელსის მმართველობიდან გადადგა. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ კლუბს ყიდდა და შემოსულ თანხას უკრაინაში ომით დაზარალებულებს გადარიცხვას აპირებდა.
სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ “როსნეფტის” აღმასრულებელი დირექტორი, იგორ სეჩინი და ოლეგ დერიპასკა. ორივე ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა. გასულ კვირას საფრანგეთმა სეჩინს იახტაც ჩამოართვა.ასევე, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და “გაზპრომის” აღმასრულებელი დირექტორი ალექსეი მილერი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის თქმით, არ შეიძლება რომ მათთვის, ვინც უკრაინაში შეჭრას ხელი შეუწყო, “უსაფრთხო თავშესაფრები” არსებობდეს.