25.11.2024

ზელენსკი – კრემლის პროპაგანდისტებიც აგებენ პასუხს რუსეთის სამხედრო დანაშაულზე

“რუსეთის სამხედრო დანაშაულზე კრემლის პროპაგანდისტებიც აგებენ პასუხს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში თქვა.

ზელენსკის თქმით, როდესაც რუსი ოკუპანტების მიერ მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა, 3 კი გარდაიცვალა, რუსულმა მედიამ კი გააშუქა, მაგრამ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია არ მიაწოდა და ისინი მოატყუა.

“არცერთი სიტყვა არ უთქვამთ სიმართლე, მოატყუეს რუსებს, თითქოს, საავადმყოფოში არცერთი პაციენტი არ იყო, სამშობიაროში არ იყო არცერთი ქალი და ბავშვი. ისინი, როგორც ყოველთვის, თავდაჯერებულად იტყუებიან”. – თქვა ზელენსკიმ.

“მინდა, მათ ერთი რამ ვუთხრა – თქვენ პასუხს აგებთ ისევე, როგორც ყველა, ვინც მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ბრძანებას გასცემს. ჩვენ ვიპოვით პროპაგანდისტების და მათთან დაკავშირებულ პირთა მთელ ქონებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ ეს ჩამოერთვათ, სადაც არ უნდა იყოს. გიყვართ მდიდრული ცხოვრება, აყვავებული ქვეყნები? ეს ყველაფერი აღარ გექნებათ და ეს მხოლოდ დასაწყისია”. – თქვა ზელენსკიმ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img