აშშ რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ უკრაინას, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, 50 მილიარდ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე – პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან ერთობლივ ბრიფინგზე პოლონეთში განაცხადა.
„ჩვენ გადავცემთ დამატებით 50 მილიარდ დოლარს, რათა დავეხმაროთ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების რეალიზებაში“, – განაცხადა ჰარისმა.
მისი თქმით, სახსრების გამოყოფა სასურსათო დახმარების პროგრამიდან იგეგმება.
მანვე დასძინა, რომ მთელი ცივილური სამყარო განიცდის სიბრაზეს, როდესც ხედავს, რა ხდება უკრაინაში ბავშვებთან, დედებთან, მშობლებთან, ბებიებთან და პაპებთან მიმართებით – რომლებიც გარბიან და ტოვებენ ყველაფერს, რაც გააჩნიათ.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელებს, რომლებიც უზარმაზარი თავდადების დემონსტრირებას ახდენენ“, – განაცხადა ამერიკის ვიცე – პრეზიდენტმა.