შპს „თბილისი ენერჯი“ ფოლადის მილების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. შესასყიდი ფოლადის მილების ჩამონათვალი, რაოდენობა, სპეციფიკაცია, მიწოდების ადგილი, მიწოდების პირობები და ვადები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
დალუქულ კონვერტში მოთავსებული სატენდერო განაცხადი პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა წარადგინონ (გააგზავნონ) შპს “თბილისი ენერჯი”-ში შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, კანცელარია.
სატენდერო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა – 2022 წლის 21 მარტი, 17:00 საათი.
დამატებითი ინფორმაციისა და ცნობების მიღება შესაძლებელია ტელ: 591021902 და ელექტრონული ფოსტის მისამართზე: procurement@te.ge
იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია