12 მარტს, რუსეთმა ავიაიერიში მიიტანა სვიატოგორსკის ლავრაზე, სადაც 520 დევნილი აფარებდა თავს. სვიატოგორის ლავრა მე-16 საუკუნეშია აშენებული და დონეცკში მდებარეობს.
მედიის ინფორმაციით, ბომბი სვიატოგორსკის ლავრის შესასვლელთან ახლოს ჩამოვარდა. თავდასხმის შედეგად მონასტერში შენობები დაზიანდა.
დაშავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის სასულიერო პირები. ისინი საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.
UNIAN-ის ცნობით, სვიატოგორსკის ლავრაში 520 დევნილი, მათ შორის 200 ბავშვი იმყოფებოდა.