რუსეთის ტელეარხ “პერვი კანალზე” მთავარი საინფორმაციო გადაცემის “ვრემიას” დროს არხის რედაქტორი მარინა ოვსიანნიკოვა ეთერში უკრაინის მხარდამჭერი პლაკატით გამოჩნდა. ის მალევე გაიყვანეს სტუდიიდან და დააკავეს.
ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
“შეაჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ გატყუებენ” – ეწერა პლაკატზე.