უკრაინაში მყოფი Fox-ის ჟურნალისტი ბენჯამინ ჰოლი დაიჭრა. ინფორმაციას სატელევიზიო არხი Fox News Channel ავრცელებს.
“ამ წუთისთვის მინიმალური ინფორმაცია გაგვაჩნია, მაგრამ ვიცით, რომ ბენი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ვცდილობთ რაც შეიძლება მალე მოვიპოვოთ მეტი ინფორმაცია. უკრაინაში მყოფი ჩვენი ჟურნალისტების უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტია”. – ამბოს Fox News-ის აღმასრულებელი დირექტორი სიუზან სკოტი.
უკრაინის პროკურატურის ცნობით, რეპორტიორი ორივე ფეხშია დაჭრილი. ის რეანიმაციაში იმყოფება. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.