24.11.2024

Financial Times – ჩინეთი რუსეთისთვის სამხედრო მხარდაჭერის მზადყოფნას გამოხატავს

Financial Times ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩინეთმა გამოხატა მზადყოფნა, სამხედრო დახმარება გაუწიოს რუსეთს, უკრაინაში მისი შეჭრის მხარდასაჭერად.

გამოცემის ცნობით, ჩინეთის პოზიციაზე აშშ-მა მოკავშირეები უკვე გააფრთხილა.

როგორც Financial Times წერს, ორი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, რომელიც იცნობს ვაშინგტონის მიერ მოკავშირეებისთვის გაგზავნილ შეტყობინებას, რუსეთმა ჩინეთს 5 ტიპის აღჭურვილობით დახმარება სთხოვა, მათ შორის სამხედრო თვითმფრინავების გამანადგურებელი სახმელეთო სარაკეტო სისტემა. ამასთან, სხვა კატეგორიის იარაღი, რაც რუსეთმა მოითხოვა, მოიაცავს დრონებს, სადაზვერვო აღჭურვილობას, ბრონირებულ მანქანებს და მანქანებს, რომლებიც გამოიყენება ლოჯისტიკისა და მხარდაჭერისთვის. ამასთან, Financial Time-ის ინფორმაციით, შეტყობინებაში, რომელიც აშშ-მ მოკავშირეებს გაუგზავნა, არ არის დაკონკრეტებული დახმარების დონე და დრო, როდესაც მოსკოვი პეკინისგან დახმარებას მიიღებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img