პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი “შეცდომაში არის შეყვანილი”. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა მალე ყველაფერი გაირკვევა და კითხვები მოიხსნება.
“საქართველოს თითოეული მოქალაქეს და, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უმაღლესი თანამდებობის პირებს გვევალება, რომ პატივი ვცეთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონი – კონსტიტუცია. ძალიან სამწუხაროა ის, რომ ასეთ თემებზე გვიწევს საუბარი, მაშნ, როდესაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობაას ამდენი პრობლემა აქვს, იქნება ეს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ტერიტორიული პრობლემები, თუ სხვა, რეგიონში მიმდინარე ძალიან რთული პროცესები, ამ დროს, ასეთ ვითარებაში გვიწევს ჩვენ საუბარი ისეთ საკითხებზე, რომელიც არის განმარტებული, ცხადი და ნათელი. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, განმარტავს საქართველოს კონსტიტუცია.
როგორც ჩანს, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვენილი. მე მინდა, ვარაუდი გამოვთქვა, რომ იგი გაუგებრობაში აღმოჩნდა. აქვე მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ძალიან მალე ყველაფერი გაირკვევა და ეს კითხვებიც მოიხსნება”. – ამბობს ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ მთავრობამ ევროპის ქვეყნებში სამუშაო ვიზიტებზე წერილობითი უარი უთხრა და მათ დასაგეგმად პირადი კონტაქტები გამოიყენა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, თუ ზურაბიშვილმა ვიზიტებზე სიმართლე თქვა, კონსტიტუცია დაარღვია და, მისივე სიტყვებით, პარტია საკითხში “გაერკვეოდა”.
დღეს “ქართული ოცნებამ” განცხადება გაავრცელა და პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. განცხადების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის “კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებები და საფუძველს მოკლებული განცხადებები” განსაკუთრებული საფრთხის შემცველია იმ დროს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, მსოფლიო და საქართველო უსაფრთხოების განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას.