25.11.2024

არ ვნანობ, რაც გავაკეთე! – მარინა ოვსიანიკოვა

არ ვნანობ, რაც გავაკეთე! რაც არ უნდა იყოს შედეგი, მზად ვარ ვატარო, როგორც ღირსების ბეიჯი, – ამის შესახებ მარინა ოვსიანიკოვამ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა.

მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია რა ელის მომავალში, თუმცა როგორც ადვოკატისგან მიიღო განმარტება, მას შესაძლოა, 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდეს.

„არ ვიცი, რა მელის უახლოეს პერიოდში. ჩემმა ადვოკატმა განმიმარტა, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით შესაძლოა, 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მემუქრებოდეს. ამას არ ვნანობ, თუმცა თქვენი მხარდაჭერა მჭირდება,“- განაცხადა ოვსიანიკოვამ.

ოვსიანიკოვამ სოციალურ ქსელში სტატუსი უკვე შეცვალა და დაწერა, რომ ის პირველი არხის ყოფილი რედაქტორია.

ცნობისთვის, გუშინ მარინა ოვსიანიკოვა რუსეთის პირველი არხის პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო განცხადებებითა და პლაკატით შევიდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img