22.11.2024

ჯენ ფსაკი – ბაიდენი უმცროსია, რუსეთმა სანქციები ალბათ მის მამას დაუწესა – მშვიდად განისვენოს

თეთრის სახლის პრესსპიკერი, ჯენ ფსაკი რუსეთის მიერ აშშ-ის მთავრობის წევრებისთვის დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა. 

“პრეზიდენტი ბაიდენი უმცროსია, ამიტომ შესაძლოა რუსეთმა სანქციები მამამისს დაუწესა, მშვიდად განისვენოს. არც ერთი ჩვენგანი არ გეგმავს რუსეთში ტურისტულ მოგზაურობებს, არც ერთ ჩვენგანს არ აქვს საბანკო ანგარიშები, რომელზე წვდომაც შეგვიწყდება”. – თქვა ჯენ ფსაკიმ. 

რუსეთმა აშშ-ის ხელისუფლების წევრებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენ, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი და კიდევ რამდენიმე ოფიციალური პირი. 

რუსეთის განცხადებით, ეს სანქციები აშშ-ის მხრიდან დაწესებული “უპრეცედენტო სანქციების სერიის საპასუხოა”.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img