22.11.2024

აშშ უკრაინას $13.6 მილიარდით დაეხმარება

უკრაინისთვის $13.6 მილიარდის გამოყოფის შესახებ კანონს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი უკვე მოაწერა. პრეზიდენტის ხელმოწერამდე დახმარების პაკეტის შესახებ ორპარტიული კანონპროექტი აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ დაამტკიცა.

პაკეტიდან სამხედრო დახმარების სახით $6.5 მილიარდს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს გადაეცემა, რათა რეგიონში ჯარების განლაგება და უკრაინის თავდაცვითი აღჭურვილობით მომარაგება უზრუნველყოს.

ჰუმანიტარული დახმარება: $4 მილიარდზე მეტი უკრაინიდან გაქცეული ლტოლვილებისა და ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად დაიხარჯება. პაკეტი უზრუნველყოფს სასწრაფო ჯანდაცვით და სასურსათო დახმარებას მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

ეკონომიკური დახმარება: პაკეტში გათვალისწინებულია თითქმის $1.8 მილიარდი უკრაინისა და მეზობელი ქვეყნებისთვის კიბერუსაფრთხოებისა და ენერგეტიკული საკითხების გადაწყვეტისთვის.

გადაწყვეტილების თანახმად, $25 მილიონი საინფორმაციო გადაცემებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად გამოიყო, ხოლო $120 მილიონით უკრაინელი აქტივისტებსა და ჟურნალისტების მხარდაჭერა იქნება უზრუნველყოფილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img