25.11.2024

ოკუპირებულ ტერიტორიებში პროვოკაციები იგეგმება, ეს ოპოზიციას დაბრალდება, შემდეგ კი რუსეთი საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადებას მოსთხოვს – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით გამყოფ ხაზთან პროვოკაციები იგეგმება, რის შემდეგაც ეს პროვოკაციები ოპოზიციურ ჯგუფებს დაბრალდება, ხოლო შემდეგ რუსეთის მთავრობა მოსთხოვს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას.

როგორც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამის შემდეგ საქართველოს მთავრობა მზად იქნება ნეიტრალიტეტის გამოსაცხადებლად. 

„საქმე იმაში არის, რომ საუბარია იმ გეგმაზე, რომლის თანახმადაც იგეგმება პროვოკაცია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით გამყოფ ხაზთან, რის შემდეგაც ეს პროვოკაცია დაბრალდება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებს, რის შემდეგაც რუსეთის მთავრობა მოსთხოვს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და საქართველოს მთავრობა მზად იქნება ნეიტრალიტეტის გამოსაცხადებლად. 

გაანეიტრალოს ოპოზიციის საქმიანობა – აი, ეს არის რაც იგეგმება. უკრაინის ნეიტრალიტეტი სულ სხვა რაღაცას ნიშნავს.  უკრაინის ნეიტრალიტეტი ეს არის კარგად, მაგრად შეიარაღებული უკრაინა, ამერიკიდან უსაფრთხოების გარანტიებით. 

ჩვენი ნეიტრალიტეტი ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმება. აი, ეს გეგმა მზადდება. გაამზადეს სპეციალური პროვოკაციული ვიდეო კლიპი… რომელიღაც პროვოკაციული ჯგუფი გამოდის და შევვარდეთ აფხაზეთში და ცხინვალში შევვარდეთო… ეს არის ეფესბეში დამზადებული… 

მინდა მოვუწოდო ყველა ჩემს კოლეგას, მე ვზომავ ყველა ჩემს სიტყვას და თქვენც აწონ-დაწონეთ ყოველი თქვენი სიტყვა. მათ ახლა უნდათ, რომ ჩვენ პროვოკაციაზე წამოგვაგონ. არცერთი მოწოდება არ უნდა წამოვიდეს იმ მიმართულებით, რომ ჩვენ სადღაც უნდა წავიდეთ და ავიღოთ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img